436 კილოგრამი ჰეროინის საქმე - საქართველო საერთაშორისო სკანდალში ეხვევა
ბულგარეთში, ბურგასის პორტში ტრაილერიდან $38 მილიონის ოდენობის 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.
ნარკოტიკი ერთ-ერთი გემის დეკლარირებულ ტვირთში ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა და შემდგომ ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადავიდა.
ტვირთის საბოლოო დანიშნულება საბერძნეთი უნდა ყოფილიყო. ნარკოტიკი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც შეამჩნიეს, რომ ტრაილერი პორტში უჩვეულოდ დიდი ხნით იყო გაჩერებული.
ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის- მიმდინარეობს გამოძიება.