ავარია გომისმთაზე - დაშავებულია ორი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა კურორტ გომისმთაზე - გომისმთიდან ოზურგეთისკენ მიმავალი მანქანა ხრამში გადავარდა.
"გურია ნიუსის" ცნობით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.