14 აგვისტოდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება - გაიგეთ მიზეზი
14 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.