გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმი აილენდზე“ ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

13.08.24 17:08
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმი აილენდზე“ ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანია „ტერმინალ 1-ის" დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის წინასწარი შედეგითაც მათ დაუშვებლად მიაჩნიათ კუნძულის მშენებლობა - მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.

კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს „ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მიმავალი საზღვაო ნავთობტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა „ამბასადორ ბათუმი აილენდისთვის“ ქონების გადაცემის პირობები. აქვე თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მხრივ ინტენსიურად და ქაოსურად მიმდინარეობს ინერტული მასალების ჩაყრა. შპს „ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“,- აღნიშნულია შპს „ტერმინალ 1“-ის დირექტორის წერილში, რომლითაც მან გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და რომელსაც რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

ამ წერილს თან ერთვის კომპანია „ანკორ ინჟინერინგის“ მომზადებული პირველადი შეფასება ბათუმის ხელოვნური კუნძულის მშენებლობასთან დაკავშირებით. მასში წერია, რომ ხელოვნური კუნძულის მშენებლობა საფრთხის შემცველი იქნება როგორც ტერმინალისთვის, ისე ამ კუნძულისთვის.

 

მსგავსი სიახლეები