ვიღაც გაბღენძილს რომ მანქანა ემსახურება, მაგაში გადაყრილი ფულის ნაცვლად, შუქი რომ ჩაგვერთო ამ ოჯახისთვის, დღეს 2 ბავშვით მეტი იცხოვრებდა საქართველოში - ძიძიშვილი

13.08.24 17:46
ვიღაც გაბღენძილს რომ მანქანა ემსახურება, მაგაში გადაყრილი ფულის ნაცვლად, შუქი რომ ჩაგვერთო ამ ოჯახისთვის, დღეს 2 ბავშვით მეტი იცხოვრებდა საქართველოში - ძიძიშვილი

"ვიღაც გაბღენძილს რომ მანქანა ემსახურება, მაგაში გადაყრილი ფულის ნაცვლად, შუქი რომ ჩაგვერთო ამ ოჯახისთვის, დღეს 2 ბავშვით მეტი იცხოვრებდა საქართველოში" - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" წევრი, დავით ძიძიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

დავით ძიძიშვილი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს და ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიაზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

"არ შეიძლება სოციალურად დაუცველ ოჯახს შუქს უთიშავდნენ, როცა მისი ალტერნატივა არ არსებობს" - წერს ძიძიშვილი და იქვე ამატებს, რომ "ცეცხლის მოკიდება სოციალურად დაუცველობის ბრალია კი არ არის, იმის ბრალია, რომ სახელმწიფო არ გვაქვს".

1. ელექტროენერგია არის საბაზისო საჭიროება. სოციალურად დაუცველი ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გადახდის თანხა არ აქვს და სახელმწიფო რომ გვქონდეს, ამ სტატუსის მქონე, მცირეწლოვანი ბავშვებით დასახლებულ ნებისმიერ ადგილს შუქის მიწოდება არ უნდა უწყდებოდეს. რომ მერე სანთლის დანთების გამო არ იწვებოდეს სახლში 2 ბავშვი.
2. სოციალურად დაუცველი იმიტომ კი არ არის ის ხალხი, რომ ეგრე უხარიათ. იმიტომ არის რომ შუქის ფულსაც ვერ იხდის და ის რომ ცეცხლი მოეკიდათ სოციალურად დაუცველობის ბრალია კი არ არის, იმის ბრალია რომ სახელმწიფო არ გვაქვს.
3. არ შეიძლება სოციალურად დაუცველ ოჯახს შუქს უთიშავდნენ, როცა მისი ალტერნატივა არ არსებობს. მაგისთვის გვჭირდება სახელმწიფო. არცერთ ევროპულ სახელმწიფოში ეგ არ ხდება. 1000 სირობაში რომ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, აი მაგ ნაწილში უნდა იხარჯებოდეს. 
4. შუქი არის საბაზისო საჭიროება. წყლის და შუქის გათიშვა არ შეიძლება. არსებობს გადასახადის ამოღების სხვადასხვა მეთოდები. წადი დააყადაღე, თუ ოდესმე რამე დაერიცხება გამოართვი. შუქს და წყალს ევროპულ სახელმწიფოში არავინ გათიშავს. 

ეს შემიძლია ვწერო უსასრულოდ, ყველა ფორმატში, ყველა მოცულობის, ყველა კონფიგურაციით. . . აზრი ერთი იქნება.

ვიღაც გაბღენძილ სირს რომ მანქანა ემსახურება, მაგაში გადაყრილი ფულის ნაცვლად, შუქი რომ ჩაგვერთო ამ ოჯახისთვის დღეს 2 ბავშვით მეტი იცხოვრებდა საქართველოში", - წერს დავით ძიძიშვილი. 

ტრაგედია ზუგდიდში - საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსი წლის ბავშვები სახლში და-ძმებთან ერთად იმყოფებოდნენ. ცეცხლი სახლში მოულოდნელად იმ დროს გაჩნდა, როცა მოზარდებს ეძინათ. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორმა კი ვერ მოასწრო. 

ადგილობრივების განცხადებით, ბავშვები დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

მსგავსი სიახლეები