საქართველო ნარკოდანაშაულის უპრეცედენტო სკანდალშია - რას ამბობს ბულგარული გამოძიება და რა პასუხი აქვს "ოცნებას"
საქართველო საერთაშორისო სკანდალშია - 38 მილიონის ღირებულების ნარკოტიკებით დატვირთულმა ტრაილერმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადაკვეთა. სატვირთო მანქანა ისე შემოვიდა ქვეყანაში და ისე დატოვა ბათუმის პორტის გავლით, რომ ვერც სკანარებით და ვერც ვიზუალური დათვალიერებით ვერაფერი შენიშნეს. არადა, საუბარია თითქმის ნახევარ ტონამდე ჰეროინზე.
უპრეცენდენტო მასშტაბის ნარკოტრაფიკის საქმე ბულგარელმა სამართალდამცველებმა გახსნეს. შესაძლებელი იყო თუ არა ამ რაოდენობის ნარკოტიკების გადატანა შეუმჩნევლად საქართველოს ტერიტორიაზე და ორჯერ საზღვრის გადაკვეთა გავლენიანი მფარველების გარეშე - ახლა ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
ჰეროინით სავსე ტრაილერი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი საბერძნეთი იყო.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.