საქართველო 6 წლის ტყუპებს გლოვობს - შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება?
ზუგდიდში დატრიალებულმა ტრაგედიამ დღეს მთელი ქვეყანა შეძრა. ქალაქში დაღუპულ 6 წლის ტყუპებს გლოვობენ. ძმებმა სახლში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწიეს და გარდაიცვალნენ. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი და ძმა, რომლებმაც ალმოდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს.
ირკვევა, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს არც შუქი ჰქონდა და არც გაზი. ხანძარი კი, სავარაუდოდ, დანთებული სანთლიდან გაჩნდა. დედა, რომელიც 4 შვილს ინახავდა, ამ დროს სამსახურში იყო და ბავშვები მარტო იყვნენ სახლში.
შესაძლებელი იყო თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება სახელმწიფოს გაჭირვებული ოჯახისთვის სათანადო ყურადღება რომ დაეთმო? - ეს არის კითხვა, რომელიც დღეს დილიდან ხელისუფლების მისამართით ისმის.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.