ვისი ნასროლი ქვა მოხვდა აქციაზე დაშავებულ მეხანძრეს - გამოძიება 20 წლის ბიჭის დანაშაულს ვერ ამტკიცებს?

13.08.24 20:20
ვისი ნასროლი ქვა მოხვდა აქციაზე დაშავებულ მეხანძრეს - გამოძიება 20 წლის ბიჭის დანაშაულს ვერ ამტკიცებს?

სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც ქვის სროლის ბრალდებით 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება - პროკურატურის მოწმეების დაკითხვას დღეს განსასჯელის სკამზე მჯდომი ფრიდონ ბუბუტეიშვილიც ისმენდა. ვერც საქმის გამომძიებელმა და ვერც პარლამენტის სამეურნეო ნაწილის თანამშრომელმა სასამართლოს ვერ დაუდასტურეს, რომ მეხანძრე მაშველს ბრალდებულის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა. უფრო მეტიც, არ არსებობს კამერის ჩანაწერები, რომელიც ამ ბრალდებას დაადასტურებს. მიუხედავად ამისა, 20 წლის ახლგაზრდის სამართლებრივი დევნა სასამართლოში აქტიურად მიმდინარეობს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები