თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა -ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.