გმირთა მოედნის ესტაკადით გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდა

14.08.24 10:21
გმირთა მოედნის ესტაკადით გადაადგილებაზე შეზღუდვები ამოქმედდა

გმირთა მოედნის ესტაკადით გადაადგილებაზე დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო კვანძზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. კალაძიის უწყება წერს, რომ ვარაზისხევის მიმართულებით სამუშაოებიი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის გამოც ამ მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,– ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები