უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

14.08.24 10:22
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ბონდო გაგნიძე სოფელ შინდისიდან იყო. ის უკვე საკუთარ სახლში მიასვენეს. გაგნიძე უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა. 

მტერთან საბედისწერო შერკინება კი ლუგანსკის მისადგომებთან სცადა, სადაც რუსი ოკუპანტების მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა. ქართველიი მემრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფში ირიცხებოდა. დილიდან მებრძოლის ოჯახიი სამძიმრებს იღებს, გაგნიძეს თანასოფლელები და მეგობრები იხსენებენ. 
 

მსგავსი სიახლეები