"ყოველდღე ველოდი რაღაც სიმწარეს და ესეც მოხდა"- უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის მამა
"ყოველდღე ველოდი რაღაც სიმწარეს და ესეც მოხდა" - უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის, ბონდო გაგნიძის მამას შვილი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღარ უნახავს.
დავით გაგნიძე ამბობს, რომ მისი შვილი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა და ოჯახის მუდარის მიუხედავად, ერთი წუთითაც კი არ დაუტოვებია ფრონტის ხაზი.
3 კვირის დაწყებული იყო ომი, როცა წავიდა, რაც წასულია იმის შემდეგ არ ჩამოსულა, სულ იქ არის. ვეუბნებოდით ჩამოდი, ჩამოდი, მაგრამ არ ჩამოდიოდა. კავშირი, გვქონდა ტელეფონით ველაპარაკებოდით, სულ იძახდა კარგად ვარო. ომში წასული კაცი კარგად როგორ იქნებოდა ეს ჩემ დონემდე არ დადის. ის იქ იყო ომში და ოჯახი აქ ვიყავით ომში. ყოველდღე ველოდი რაღაც სიმწარეს და ესეც მოხდა. დონეცკში, შევიდნენ და იქ დაიღუპა. 30- ში უკვე დილით გარდაცვლილი იყო, ღამის 4 საათზე ჩაცხრილეს" - განაცხადა დავით გაგნიძემ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ბონდო გაგნიძე სოფელ შინდისიდან იყო. ის უკვე საკუთარ სახლში მიასვენეს.
მან მტერთან საბედისწერო შერკინება ლუგანსკის მისადგომებთან სცადა, სადაც რუსი ოკუპანტების მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა. ქართველი მემრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფში ირიცხებოდა.