შიმშილობის მეორე დღე "ევოლუშენში" - გაფიცულები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

14.08.24 11:44
შიმშილობის მეორე დღე "ევოლუშენში" - გაფიცულები ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

შიმშილობის მეორე დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში" - აზარტული თამაშების წარმდგენ კომპანიაში გაფიცვა გრძელდება. პროტესტის უკიდურეს ზომას სამი ადამიანი ამ დრომდე უშედეგოდ მიმართავს. ქუჩაში გასული ადამიანების მოთხოვნებს ევოლუშენი ამ დრომდე არ ითვალისწინებს და აანონსებს რომ შესაძლოა, შემცირებებიც დაიწყოს.


იმის მიუხედავად, რომ უკიდურეს ფორმას უკვე მივმართეთ, კომპანიას არ გადმოუდგამს ნაბიჯები და არ დაუწყია პრობლემური საკითხების მოგვარება. ჩვენტან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ჰქონია. ამის მაგივრად აორგანიზებს ჯგუფს, აორგანიზებს კონტრაქციას გაფიცულების წინააღმდეგ და ასეთი რაღაცეებით არის დაკავებული, - ამბბს ერთ-ერთი გაფიცული. 
 

გაფიცულები ამ პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ და მთავრობოსგან გვერდშ დგომას ითხოვენ.

დღეს გაფიცვის 34 დღეა და შიმშილობის მეორე დღე. თვეზე მეტია ეს პროცესი მიმდინარეობს და არ ყოფილა ჩართულობა ხელისუფლების, ამ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ხელისუფლება, რომ აქ დასაქმებულები არიან ასეთ მდგომარეობაში. 18-25 წლის ახალგაზრდები არიან და არა მხოლოდ ხელისუფლება, საზოგადოება, ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, როდესაც განცახდებებს აკეთებენ, რომ აქ სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას და ეს ასე არ არის, დღეს შეუძლიათ აქ მოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაა, - ამბობს პროტესტის მონაწილე.

"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ პროტესტს მოთხონების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

მსგავსი სიახლეები