ვინ არის პასუხისმგებელი ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიაზე? - ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

14.08.24 13:18
ვინ არის პასუხისმგებელი ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიაზე? - ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

ვინ არის პასუხისმგებელი ზუგდიდში ტყუპი არასრუწლოვნების სიკვდილზე? სახალო დამცველის ოფისში ცოტა ხნის წინ "პირველებს" დაუდასტურებს, რომ შესწავლა უკვე დაიწყეს, მათ შორის, იკვლევენ იყო თუ არა შესაძლებელი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. 

ომბუდსმენის მოადგილე ირინე ჩიხლაძე ამბობს, რომ ზრუნვის სააგენტოდან ოფიციალურ ინფორმაციას გამოითხოვენ, რათა დაადგინონ, აქცევდა თუ არა სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახს შესაბამის ყურადღებას. მისი თქმით, ინფორმაციას გამოითხოვენ შსს-განაც. 

კვლევის პროცესში ჩვენ ასევე გავაანალიზებთ მიღებულ გადაწყვეტილებას ბავშვების ოჯახში რეინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სახელმწიფომ ბავშვების ოჯახში რეინტეგრაციაზე გადაწყვეტილება. სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში თუ დაინახავს, რომ არასათანადო ღონისძიებები იქნა მიღებული, რეკომენდაციით მიმართავს სახელმწიფოს და შესაბამის უწყებებს. თუნდაც ამ შემთხვევის შესწავლის შედეგად რაიმე დამატებითი საჭიროება გამოიკვეთება სახელმწიფოს მხრიდან გადასადდგმელი ნაბიჯების, რაზეც როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახალხო დამცველის აპარატი და თავად სახალხო დამცველი მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კიდევ დამატებითი ღონისძიებების გატარება არის საჭირო, რეკომენდაციას გასცემს ამ მიმართულებით, - მაბობს ირინე ჩიხლაძე.  

ზუგდიდში დაღუპულ 6 წლის ტყუპებს გლოვობენ. ძმებმა სახლში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწიეს და გარდაიცვალნენ. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი და ძმა, რომლებმაც ალმოდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს.

ირკვევა, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს არც შუქი ჰქონდა და არც გაზი. ხანძარი კი, სავარაუდოდ, დანთებული სანთლიდან გაჩნდა. დედა, რომელიც 4 შვილს ინახავდა, ამ დროს სამსახურში იყო და ბავშვები მარტო იყვნენ სახლში. 

მსგავსი სიახლეები