საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

14.08.24 13:40
საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 764 759 ადამიანია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, ყველაზე მეტი ბავშვი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, თბილისში ფიქსირდება - 53 724.

„ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ჩამონათვალს რეგიონების მიხედვით, თუ სად რამდენი ბავშვი იღებს სოციალურ შემწეობას:

თბილისი - 53 724
ქვემო ქართლი - 38 788
იმერეთი - 30 115
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 26 870
აჭარა - 25 643
კახეთი - 23 840
შიდა ქართლი - 18 874
გურია - 9 120
სამცხე-ჯავახეთი - 7 679
მცხეთა-მთიანეთი - 6 267
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 653

 

მსგავსი სიახლეები