შანტაჟი ინტიმური ვიდეოებით - 24 წლის გოგო მეგობარი კაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

14.08.24 17:22
შანტაჟი ინტიმური ვიდეოებით - 24 წლის გოგო მეგობარი კაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

შანტაჟი ინტიმური ხასიათის კადრებით - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის მოქალალაქე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

24 წლის გოგო კი დაკავებული მეგობარი კაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

დაზარალებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ კადრები არა მარტო ოჯახის წევრებისა და ახლობლების, არამედ ფართო მასებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ტერორს, ქალის მტკიცებით, ის ერთ წელს გრძელდებოდა.

დაზრალებული მომავალში აპირებს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია არის, რომ დაისაჯოს უმკაცრესად. ასევე მომავალში აპირებს მორალურ ზიანთან დაკავშირებით მიმართოს სასამართლოს. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო სოციალური ქსელით, შესაბამისად, არა მარტო ოჯახის წევრები და ახლობლები, ფართო მასებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ერთ წელზე მეტი დროა გასული, რაც ეს ტერორი გრძელდებოდა", - ამბობს დაზრალებული ქალის ადვოკატი. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძებით დადგინდა, რომ 45 წლის თურქეთის მოქალაქე მამაკაცი  მეგობარ ქალს ვიდეო მასალებს უღებდა, დაშორების შემდეგ კი შურისძიების მოტივიით, უკანონო ფაილები დაზრალებულის ნათესავებს გაუგზავნა და სოციალური ქსელით გამოაქვეყნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 45 წლის კაცს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები