რა ეღირება ლარი ხვალ?
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6966 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9676 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9458 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 აგვისტოს შევა ძალაში.