მთავრობა, რომელიც ხალხზე არ ზრუნავს - რა დაგვანახა ზუგდიდის ტრაგედიამ?
ზუგდიდში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა გააშიშვლა. რატომ არ ჰქონდა ელემენტარული საარსებო პირობა-ელექტროენერგია სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ბავშვი შეეწირა.
იმ დროს როდესაც ხელისუფლება მილიონებს საკუთარ კომფორტზე ხარჯავს, 4 შვილის დედას, რომელიც იძულებული იყო ღამე ემუშავა, 50 ლარის დავალიანების გამო დენი ჩაუჭრეს.
დღეიდან საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო. ომბუდსმენის აპარატმა უნდა გამოიკვლიოს ვისი პასუხიმგებლობა იკვეთება ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიაზე.
ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟი.
ვრცლად მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.