სექსუალური ტერორი შურისძიების მიზნით - 24 წლის ქალი მოძალადის უმკაცრესად დასჯას ითხოვს
სექსუალური ტერორი შურისძიების მიზნით - თურქეთის მოქალაქე ბათუმში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.
გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ბრალდებული მეგობარ ქალს ერთი წლის განმავლობაში აშანტაჟებდა. იღებდა ქალთან ინტიმური ურთიერთობის სცენებს, დაშორების შემდეგ კი ეს ჩანაწერები მის ნათესავებს გაუგზავნა და სოციალურ ქსელშიც განათავსა.
24 წლის ქალი ახლა მოძალადის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითაც მიმართოს.