საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება
საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს, 15 აგვისტოს, 12:00 საათიდან დაიწყება.
ბილეთების ყიდვა TKT.GE-ზე იქნება შესაძლებელი და ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გაიმართება.