იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ნეაპოლში მოხდა.
როგორც გამოცემა "Napoli News" წერს, 27 წლის კაცს ბორკილები სან ფერნანდოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დაადეს, ჩხრეკისას კი სამართალდამცველებმა კაცის ზურგჩანთიდან ტანსაცმელი და 6 ცალი სუნამო ამოიღეს.
იტალიური მედიის ცნობით, ბრალდებულს კრიმინალური წარსული აქვს და ადრეც იყო დაკავებული, თუმცა რა საქმეზე უცნობია. ამასთან ქართველი იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.