6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

15.08.24 10:24
6 თვეში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება

2024 წელს, 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება.

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 957 შემთხვევიდან 212 ფიზიკური, ხოლო 79 სექსუალური ძალადობაა დაფიქსირებული.

გთავაზობთ სტატისტიკის მონაცემებს უცვლელად:

  • ფიზიკური - 212;
  • ფსიქოლოგიური - 187;
  • სექსუალური - 79;
  • უგულებელყოფა - 140;
  • იძულება - 8;
  • ეკონომიკური ძალადობა - 5;
  • ადრეული ქორწინება - 112;
  • შრომითი ექსპლუატაცია - 0;
  • ბულინგი/კიბერბულინგი - 12;
  • სხვა - 202.

მსგავსი სიახლეები