რამდენი ბავშვი იმყოფება მინდობით აღზრდაში? - 6 თვის სტატისტიკა

15.08.24 10:43
რამდენი ბავშვი იმყოფება მინდობით აღზრდაში? - 6 თვის სტატისტიკა

მიმდინარე წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) მონაცემებით, მინდობით აღზრდაში 1 324 ბავშვი იმყოფება, მათ შორის, 410 შშმ ბავშვია.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ნათესაურ მინდობით აღზრდაში 137 ბავშვი (მათ შორის 17 შშმ), რეინტეგრაციის პირობებში 451 (მათ შორის 72 შშმ), მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებელში კი 221 ბავშვია.

მსგავსი სიახლეები