კობახიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაუშვა

15.08.24 10:54
კობახიძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაუშვა

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი, მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციამ 2024 წლის 14 აგვისტოს გამოსცა. ამ დრომდე უცნობია, თუ რა გახდა ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდეს მამუკა ჯანგულაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან”, – წერია 14 აგვისტოს ბრძანებაში.

ცნობისთვის, მამუკა ჯანგულაშვილი ექსპერტიზის ბიუროს უფროსის პოსტა 2021 წლიდან იკავებდა. მანამდე კი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

მსგავსი სიახლეები