საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

15.08.24 12:04
საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ბოლო ორ კვირაში საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ქვეყანაში, ახლა ომიკრონის შტამი ცირკულირებს.

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, ბოლო ორი კვირის მანძილზე კორონავირუსი არის ყველაზე იდენტიფიცირებადი ვირუსი, რაც მედიკოსის თქმით, ამ სეზონისთვის მეტად  უჩვეულოა.

ჩხაიძეს თქმით,  რთული სათქმელია, თუ რამ გამოიწვია  ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მატება. 

ბოლო ორი კვირის მანძილზე, კორონავირუსი არის ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებადი ვირუსი, რაც გარკვეულ წილად ზაფხულისთვის უჩვეულოა. აგვისტოს პერიოდში ასეთი მატება და ასეთი სიჭარბე კორონავირუსის მართლაც უჩვეულოა და ეს არ არსი დამახასიათებელი ზოგადად ამ სეზონისთვის, ამიტომ თუ რამ გამოიწვია რთული სათქმელია. შესაძლებელია ამის უკან იდგეს უფრო მეტად გავრცელებადი, უფრო ადვილად გადამდები კორონავირუსის ვარიანტი. ძალიან გახანგრძლივდა, გრიპის იდენტიფიცირების პერიოდი და ჩვენ ივლისიც გვქონდა გრიპის შემთხვევა დაფიქსირებული, რაც მართლაც იშვიათია და წლევანდელი წელი ამ მხრივ მართლაც გამონაკლისია- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

მსგავსი სიახლეები