შანტაჟი ინტიმური კადრებით - ბრალდებულმა დუმილი დარღვია

15.08.24 16:19
შანტაჟი ინტიმური კადრებით - ბრალდებულმა დუმილი დარღვია

45 წლის თურქეთის მოქალაქემ, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, 24 წლის ქართველ ქალს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებდა, სასამართლო დარბაზში დუმილი დაარღვია. 

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ქალს მისგან თანხის გამოძალვა და შეხვედრების განახლება უნდოდა. სწორედ ამ მიზნით, მან ბულგარეთსა და თურქეთშიც ჩააკითხა, მაგრამ, რადგან სასურველი შედეგი ვერ მიიღო, იჩივლა.

მისივე თქმით, საქმის ახალი მტკიცებულებები, თარგმანის არ არსებობის გამო, მოსამართლემ წარმოებაში არ მიიღო. 

ბრალი არ აღიარა, რაც არ ჩაუდენია, როგორ აღიაროს, ბევრი პირადი ინფორმაციია და ვერ ვისაუბრებ, თვითონ წერდა გოგონა, ეკონტაქტებოდა, იმის შემდეგ რაც განაცხადი შეიტანა, აკითხავდა ბულგარეთში, თურქეთშიც. ეს არის 2 წლის წინანდელი საქმე“, - ამბობს იზა კალატოზიშვილი.

საქმის პროკურორი კი არ გამორიცხავს, რომ, მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს მოქმედებებს, კიდევ უფრო მეტი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთოს

მტკიცებულებები არის საკმაოდ ბევრი, რომ ბრალდებულს აქვს ეს დანაშაული ჩადენილი. მის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი იქნა საკმაოდ დიდი მასალა, რომელიც ასახავს დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას. ამ ეტაპზე, 2 ეპიზოდთან დაკავშირებით ვედავებით, თუმცა გამოძიება აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს მოქმედებებს, დაინიშნება ექსპერტიზა და შემდგომ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთოს“, - ამბობს პროკურორი ალექსანდრე ჩხეიძე.

სასამართლომ არ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 45 წლის კაცს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები