“დემოკრატიით შეშინებული ხელისუფლება“ - “ოცნებამ“ ბათუმში “დემფესტი“ ჩაშალა
დემოკრატიით შეშინებული ხელისუფლება - “ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიიის ფესტივალი ჩაშალა. ღონისძიების დასკვნითი ეტაპი ბათუმში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, მთელ ქალაქში ფესტივალისთვის ადგილი არ გამოიძებნა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფესტივალის ორგანიზატორებს სივრცის დათმობაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ უკვე კერძო სექტორმაც ერთი მეორეს მიყოლებით უარი თქვა ტერიტორიის გამოყოფაზე.
ეს კი პირდაპირი გზავნილია ფესტივალის მონაწილეებისთვის, რომ ოცნება არჩევნების წინ ბლოკავს ყველაფერს, სადაც ხალხთან დიალოგის მთავარი თემა დემოკრატია და თავისუფლებაა.