რუსი ტროლები "ოცნების" სამსახურში - ვინ მიაწოდა Meta-ს ინფორმაცია საქართველოდან, რის შემდეგაც გამოძიება ჩაატარა

16.08.24 11:09
რუსი ტროლები "ოცნების" სამსახურში - ვინ მიაწოდა Meta-ს ინფორმაცია საქართველოდან, რის შემდეგაც გამოძიება ჩაატარა

რუსი ტროლები "ოცნების" სამსახურში - Meta-ს ინფორმაცია საქართველოდან, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" მიაწოდა, რაც Meta-სთვის გამოძიების ჩატარების საფუძველი გახდა.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე "პირველებთან" ამბობს, რომ Meta-ს სკანდალური ანგარიში ადასტურებს, რომ რუსეთში შექმნილი და რუსეთიდან მართული ასეთი ქსელი საქართველოს შიდა ამბებში ჩარევას ცდილობდა და მათ შორის, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

წაიშალა რუსეთიდან მართული სხვადასხვა ანგარიშები, ჯგუფები, რომელიც კოორდინირებულად მუშაობდნენ საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. მეტა-მ პირდაპირ თქვა, რომ ეს ქსელი მუშაობდა იმისათვის, რომ საპროტესტსო აქციების დროს გაეკრიტიკებინა პროტესტანტები და დემონსტრანტები და მხარდაჭერას უცხადებდნენ მმართველ პარტიას. ჯამში მიმართული იყო დასავლეთის წინააღმდეგ ეს ყველაფერი და რუსეთის მხარდასაჭერად და ჩვენ, ჯერ კიდევ შარშან, როდესაც აღმოვაჩნეთ და მივაწოდეთ მეტა-ს ეს გვერდები, მათ შორის იყო ყალბი ანგარიშები, მეტა-მ შემდეგ უვკე დამატებით ჩაატარა გამოძიება, რომლის საფუძველზეც წაშალა უკვე ეს ქსელი. ეს ადასტურებს, რომ რუსეთში შექმნილი და რუსეთიდან მართული ასეთი ქსელი საქართველოს შიდა ამბებში ჩარევას ცდილობდა და მათ შორის მმართველი პარტიის სასარგებლოდ", - ამბობს ნინო დოლიძე. 

გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი. 

Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.

მსგავსი სიახლეები