აშშ-ს პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში, გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა - პატრუშევი

16.08.24 11:52
აშშ-ს პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში, გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა - პატრუშევი

2008 წლის აგვისტოს ომი - "ქართული ოცნების", კრემლის პროპაგანდისტებისა და გაეროში რუსეთის წარმომადგენლის შემდეგ, განცხადებას ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აკეთებს.

ნიკოლაი პატრუშევი აგრესიაში საქართველოსა და დასავლეთს ადანაშაულებს და რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "ქართველ ხალხს ამერიკელების ქმედებებით მიადგათ სატანჯველი". 

მეტიც, პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის არსებობა აშშ-ს ბრალია.

"ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ს პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში, გამოიწვია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა. მე მჯერა, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებით მიადგათ სატანჯველი" - ამბობს პუტინის თანაშემწე.

შეგახსენებთ, რომ გაეროში, რუსეთმა აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.

გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა". 

მსგავსი სიახლეები