საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით $700 მილიონით შემცირდა - სებ

16.08.24 12:23
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები შარშანდელთან შედარებით $700 მილიონით შემცირდა - სებ

2024 წლის ივლისში საქართველოში შემოსულმა ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.1 მლნ აშშ დოლარი (815.0 მლნ ლარი) შეადგინა - ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, წლევანდელი 1.8%-ით (5.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

რაც შეეხება გადარიცხვებს, სებ-ის ცნობით, 2024 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.5 მლნ აშშ დოლარი (91.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ივლისის (28.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.1%-ით მეტია.

ამასთან, საყურადღებოა, რომ გზავნილები ყირგიზეთიდან 133.7%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან 38.7%-ით შემცირდა.

ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის ივლისში:

  • აშშ - $50.3 მლნ ( ზრდა 24.5%);
  • რუსეთი - $45.4 მლნ (კლება 38.7%);
  • იტალია - $48.8 მლნ (ზრდა 6.5%);
  • გერმანია - $24.7 მლნ (ზრდა 18%);
  • საბერძნეთი - $23.1 მლნ (ზრდა 5.8%);
  • ისრაელი - $21.6 მლნ (ზრდა 22.1%);
  • ყაზახეთი - $10.5 მლნ (კლება 35.9%);
  • თურქეთი - $9.1 მლნ (ზრდა 2.7%);
  • ყირგიზეთი - $7.8 მლნ (ზრდა 133.7%);
  • ესპანეთი - 7.04 მლნ ( ზრდა 17.6%).

მსგავსი სიახლეები