მეტრო ახმეტელთან სავაჭრო ცენტრი იწვის (ფოტო)
მეტრო ახმეტელთან სავაჭრო ცენტრი იწვის - როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ "მარიამის" ზედა სართულზე გაჩნდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.