სავაჭრო ცენტრ “მარიამში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

16.08.24 19:14
სავაჭრო ცენტრ “მარიამში“ ხანძარი ლიკვიდირებულია

გლდანში, ვეკუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “მარიამში“ ხანძარი ლიკვიდირებულია.

ინფორმაცია “ტვ პირველს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

ცეცხლი სავაჭრო ცენტრის სახურავს გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდა 15 სახანძრო სამაშველო ბრიგადა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი სიახლეები