ციხესიმაგრედ ქცეული საარჩევნო კომისიის შენობა - რისი ეშინიათ ცესკოში?
ციხესიმაგრედ ქცეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა. სამსახურში მისულ ცესკოს წევრებს დღეს რკინის 4 მეტრიანი გალავანით შემოღობილი ეზო და მთლიანად რკინის კონსტრუქციებით დაფარული შენობა დახვდათ. თავდაცვის ზღუდეები ისეა განლაგებული, რომ რჩება შთბეჭდილება, თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაცია შტურმის მოსაგერიებლად ემზადება. რისი ეშინიათ ცესკოში - ეს იყო დღეს ყველა იმ ადამიანის კითხვა, ვინც ქაჯეთის ციხედ ქცეული შენობა ნახა.
ერთადერთი და ყველაზე სარწმუნო ვერსია მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. კომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ კალანდარიშვილი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და მოსალოდნელი პროტესტისგან თავის დაცვას მექსიკის კედლის მსგავსი კონსტრუქციებით გეგმავს. გალავანი, კი რომელმაც საარჩევნო ადმინიტრაციის სიმშვიდე უნდა დაიცვას ბიუჯეტს 300 ათასი ლარი დაუჯდა.