უბილეთოდ დარჩენილი ფეხბურთის გულშემატკივრები - რატომ დაბლოკეს ქვეყნის მთავარი სტადიონი

16.08.24 20:31
უბილეთოდ დარჩენილი ფეხბურთის გულშემატკივრები - რატომ დაბლოკეს ქვეყნის მთავარი სტადიონი

უბილეთოდ დარჩენილი ფეხბურთის გულშემატკივრები იძულებული არიან ბილეთები შავ ბაზარზე ხუთმაგ ფასში იყიდონ. 30 ათასამდე მხარდამჭერი ჩეხეთთან მატჩს მხოლოდ იმიტომ ვერ დაესწრება, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეხვედრა არა დინამო არენაზე არამედ მესხის სტადიონზე ჩაატაროს, რომელიც 2-ჯერ ნაკლებ გულშემატკივარს იტევს. რატომ დაბლოკეს ქვეყნის მთავარი სტადიონი.

ოფიციალურ მიზეზად ნაგებობის ამორტიზაცია სახელდება, თუმცა პირეველების ხელშია წერილი, რომლიტაც დინამოს ადმინიტრაცია ფედერაციას ატყობინებს, რომ სტადიონზე მეორე იარუსის 41 ათასი ადგილი სრულიად უსაფრთხოა მაყურებლისთვის. მაგრამ ფედერაციამ მაინც მესხის სტადიონი არჩია, რაც აჩენს ეჭვს, რომ გუშემატკივრები მხოლოდ იმიტომ ისჯებიან, რომ დინამოს  მფლობელებმა რუსულ კანონთან თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირეს.

 

დეტალები ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები