გორში ავტომანქანა სააავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა
გორში, სტალინის გამზირზე, ავტომანქანა საავტომობილო გზაზე არსებულ თხრილში ჩავარდა, ამის შესახებ ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს. მედიის ცნობით, მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, 2 დღის წინ ქალაქის ცენტრში მილი დაზიანდა და საავტომობილო გზაზე თხრილი სარემონტო სამუშაოების გამო იყო გაკეთებული.