ასობით მოვაჭრე საარსებო წყაროს გარეშე რჩება - თვითდასაქმებულებს დეზერტირების ბაზრის დატოვებას სთხოვენ
ასობით მოვაჭრე საარსებო წყაროს გარეშე რჩება. თვითდასაქმებულებს დეზერტირების ბაზრის დატოვებას სთხოვენ. მოვაჭრეებს მესაკუთრეებმა ცოტახნის წინ უთხრეს, რომ ტერიტორია უნდა დატოვონ და სამუშაო სხვა უბნებში ეძებონ. სახელდება ნავთლუღი და დიღომი.
მოვაჭრეების თქმით, შეთავაზებული ტერიტორია მათთვის მიუღებელია, რადგან შეთავაზებულ ტერიტორიებზე მისვლა კერძო ავტომობილის გარეშე შეუძლებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, დეზერტირების ბაზრობის ადგილას სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
ვაპროტესტებთ იმას, რომ ჯერ ერთი არ უნდა დაინგრეს ეს ბაზარი. სხვა ბაზარში ვერ გადავალ ფიზიკურად შეუძლებელია იქ სიარული. გინდაც დიღომში და გინდაც ნათვლუღში საჭიროებს ტრანსპორტი ტაქსი, რომელიც ყოველ დღე უნდა წახვიდე ტაქსით, წამოხვიდე ტაქსით საქონელი უნდა მიიტანო და მოიტანო ეს არის შეუძლებელი ფიზიკურად და იმ ღია სივრცეში შეუძლებელია ადამიანის დადგომა იქ ადამიანი ვერ დადგება. ერთადერთი, მოთხოვნა არის ის, რომ ბაზარი არ უნდა დაიკეტოს და თუ მაინც და მაინც იკეტება და გადაწყვეტილია ამისი დაკეტვა, მაშინ დრო უნდა გვითხრან. პირადად მე 3-4 დღეში მომდის 5000 ლარის საქონელი და მე, რომ მითხრან ახლა 15 სექტემბერს, რომ ეს ბაზარი იკეტება, სად წავიღო იმათ ვუსვამ კითხვას, გინდაც ქალაქის მერიას სად წავიღო- ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.