უწყვეტი პროტესტი “ევოლუშენში“ - მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობა მძიმდება

17.08.24 16:55
უწყვეტი პროტესტი “ევოლუშენში“ - მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობა მძიმდება

"ევოლუშენ ჯორჯიასთან" მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობა მძიმდება, რამდენიმეს დღეს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა, თუმცა ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. აზარტული თამაშების ოპერატორ კომპანიასთან დარღვეულ შრომის უფლებებს მეხუთე დღეა პროტესტის უკიდურესი ფორმით აპროტესტებენ.

"ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლებმა დახმარების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს, მაგრამ მედიატორი ჯერ წერეთელზე მდებარე ოფისთან არ მისულა. 

"დღითიდღე უფრო ვსწორდებით. კილოგრამებშიც გვეტყობა ესდ ა ანალიზებშიც, მაგრამ ბოლომდე ასეთ რეჟიმში ვაპირებთ გაგრძელებას. სასწრაფო დახმარება მობილიზებულია და ადგილზე გვეხმარება იმ დროს, როცა შაქრის დონე ვარდება და გვქონდა ასეთი ბევრი შემთხვევა. პარლამენტის მხრიდან იყო პასუხი, მათ გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი მოთხოვნა და მოუწოდეს დროული რეაგირებისკენ, რათა გამოყონ მედიატორი დავის მოსაგვარაბლად. ერთადერთი ეს გამოხმაურეა იყო, სხვა არცერთი უწყებიდან არ ყოფილა გამოხმაურება", - ამბობს მოშიმშილე თანამშრომელი. 


 

მსგავსი სიახლეები