მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს თბილისის ფილარმონიაც ჩამოართვა
Black Sea Arena-ს გარდა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის აქტივები და მართვის უფლება ჩამოართვა.
შესაბამისს განკარგულებას, რომელიც 15 აგვისტოთი თარიღდება, ხელს საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ც ჩამოართვა. საკონცერტო დარბაზი და მისი მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციაზე გადავიდა.