"ევოლუშენ ჯორჯიაში" უწყვეტი პროტესტი გრძელდება - გაფიცულები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ

18.08.24 12:21
"ევოლუშენ ჯორჯიაში" უწყვეტი პროტესტი გრძელდება - გაფიცულები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ

"ევოლუშენ ჯორჯიაში" უწყვეტი პროტესტი გრძელდება - კომპანიის ადმინისტრაციის მიერ უყურადღებოდ დარჩენილი თანამშრომლები 19 აგვისტოს სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ. 

პროტესტის ავანგარდში მყოფი ახალგაზრდები "პირველებთან" ამბობენ, რომ სოლიდარობის ჯაჭვს მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, რადგან მათი თქმით, დანებებას იქამდე არ აპირებენ, სანამ კომპანია გაფიცულების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. 

ამასთან, როგორც ერთ-ერთი გაფიცული აცხადებს, "ევოლუშენ ჯორჯიასთან" შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ერთმა ადამიანმა შეწყვიტა.

6 დღის განმავლობაში ადმინისტრაცია არ გამოსულა კონტაქტზე. მოშიმშილეთა რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა ერთ-ერთი გამოგვაკლდა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ამის ფონზე ჩვეულებრივ აგრძელებს ევოლუშენი მუშაობას, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ აღვადგინოთ სოლიდარობის ჯაჭვი და ორშაბათს, დილის 6 საათიდან ვიკრიბებით ევოლუშენის ტერიტორიასთან", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. 

ცნობისთვის, "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები 38 დღის წინ გაიფიცნენ. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა.

მსგავსი სიახლეები