თუშეთში გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
საქართველოს ეროვნული გმირი, რუსების მიერ წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა - აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა გაიხსენეს და ის მემორიალი გახსნეს, რომელიც ანწუხელიძის პატივსაცემად თუშეთში გაკეთდა.
აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის მემორიალური სვეტის გახსნას ანწუხელიძის შვილი და მეუღლე ესწრებოდნენ.
ანწუხელიძე 23 წლის იყო, როცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ტყვედ ჩავარდა. ქართველი სამხედრო რუს ოკუპანტებს და ოს ბოევიკებს წრეში ჰყავდათ მოქცეული და ზურგსა და კეფაზე ფეხებს რიგრიგობით ურტყამდნენ. ცემით მოკლული ჯარისკაცი რუსებმა ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს. საქართველოს ეროვნული გმირის ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვენება კი მოგვინებით მოხერხდა.