თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოპედით მოძრავ კურიერს დაეჯახა

18.08.24 14:21
თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოპედით მოძრავ კურიერს დაეჯახა

თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოპედით მოძრავ კურიერს დაეჯახა - ამის შესახებ ინფორმაციას Facebook გვერდი, "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ ღამით, 23:00 საათზე მოხდა.

არსებული ცნობებით, ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მოპედის მძღოლი მძიმედ დაშავდა. ირკვევა, რომ კურიერს შინაგანი ორგანოები დაუზიანდა, რის გამოც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალგაზრდის ახლობლების ინფორმაციით, 23 წლის ბიჭმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, ამიტომ ოჯახის წევრები მე-2 ჯგუფის სისხლით დახმარებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები