გიორგი ანწუხელიძე თითოეული ქართველისთვის სამაგალითო ადამიანია - ბოტკოველი
"დღეს გიორგი ანწუხელიძეს 40 წელი შეუსრულდა. სწორედ საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და ყოველთვის დაიბადებიან გმირები, რომლებიც მზად არიან, თავი გაწირონ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, გმირულად დაღული გიორგი ანწუხელიძე თითოეული ქართველისთვის სამაგალითო ადამიანია.
დღეს გიორგი ანწუხელიძეს 40 წელი შეუსრულდა და დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ სწორედ საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და დაიბადებიან ყოველთვის გმირები, რომლებიც მზად არიან თავი გაწირონ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. გიორგი სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის და მისი შვილები და ჩვენი შვილები უნდა ამაყობდნენ, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი გმირი გიორგი ანწუხელიძე და არაერთი გმირი გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც ქვეყნის ერთიანობისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გაუწირავს.” - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.