შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - სასამართლომ შალვა აფშინაშვილი პატიმრობაში დატოვა

18.08.24 17:21
შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით - სასამართლომ შალვა აფშინაშვილი პატიმრობაში დატოვა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის, შანტაჟისა და სექსუალური კავშირის იძულების ბრალდებით დაკავებული 27 წლის შალვა აფშინაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა კაცი ყოფილ შეყვარებულს 1 წლის განმავლობაში იმ სექსუალური ხასიათის ვიდეო და ფოტო მასალით აშანტაჟებდა, რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ იღებდა და ინახავდა.

როგორც პროკურორი "პირველებთან" ამბობს, სექსუალური ხასიათის ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, 1 წლის მანძილზე ბრალდებულმა დაზარალებულს 6 ათასი ლარი გამოსძალა.

ამასთან, პროკურორის ინფორმაციით, შალვა აფშინაშვილი, რომელსაც ხელბორკილები 2 თვის წინ, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დაადეს, ათობით ფაილს ინახავდა, სადაც სხვადსვა პიროვნების პირადი ცხოვრების კადრებია ასახული. 

პროკურატურა ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებასა და თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით ითხოვს. 

დაზარალებულთა მიმართებით ნამდვილად არის მტკიცებულებები, რომ ამ პირის პირადი ცხოვრების ინფორმაცია მოიპოვა, შეინახა ბრალდებულმა, სხვა პირებთან მიმართებით გამოძიება გრძელდებად ა თუ ეს ექსპერტიზის შემდგომ გამოიკვეთება, ამ ქმედებებსაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ზუსტად იმისთვის, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ მომხდარიყო, ემორჩილებოდა ბრალდებულის მოთხოვნას, რასაც ადასტურებს თანხის გამოძალვა და სქესობრივი კავშირის იძულებას. გამოძალვის პრეიოდი მოიცავს გარკვეულ დროს, ეს არის 2022 წლის იანვარი 2023 წლის პერიოდები", - ამბობს პროკურორი. 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, შალვა აფშინაშვილის უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ბრალდებულს დანაშაულებრივი ქმედებები არ ჩაუდენიან.

მეტიც, ადვოკატი "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ არსებით განხილვაზე დაცვის მხარემ გამოძიება ჩაატარა, რომლითაც დადგინდა, რომ ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. 

გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არის დახურული, აღნიშულთან კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შემიძლია გითხრათ, რომ შალვა აფშინაშვილს ბრალად წარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენია და არსებით განხილვაზე დაცვის მხარემ ჩაატარა გამოძიება. გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ეს არის უსაფუძვლო ბრალდებები. დაცვის მხარე დაამტკიცებს, რომ უდანაშაულია ბატონი შალვა", - ამბობს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები