ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში - გარდაიცვალა 2 ადამიანი

18.08.24 18:57
ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში - გარდაიცვალა 2 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში - სოფელ საჯავახოში სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები