ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

18.08.24 23:39
ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ავარია ჩოხატაურში - დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი. ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კი ის გარდაცვლილი დახვდა. 

 

მსგავსი სიახლეები