"დროებითი გადახურვა პირველივე ქარის დროს...კომიტეტი შვებულებაშია სიცხის გამო" - ბარათაშვილი გელათზე
"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე გელათის სამონასტრო კომპლექსის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს.
აქტივისტის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხარისხიანი დროებითი გადახურვის მაგივრად, ტაძრის გარე ფასადზე თეთრი ნაჭერია გადაფარებული.
დროებითი გადახურვა პირველივე ქარის დროს.. ალბათ ესეც "სტიქიას" დაბრალდება.. კომიტეტი შვებულებაშია სიცხის გამო". - წერს თორნიკე ბარათაშვილი.