"ოცნებისთვის" წამზომი ჩართულია - "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები ხელისუფლებას დროს 20:00 საათამდე აძლევენ
"ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომლებმა "ქართულ ოცნებას" წამზომი ჩაურთეს - პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ახალგაზრდებმა ხელისუფლებას დრო 20:00 საათამდე მისცეს.
გაფიცულები მოითხოვენ, რომ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებმა პროტესტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს, ან/და ადგილზე მოვიდნენ და დემონსტრანტებს შეხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეები დიდუბის გზის გადაკეტვას აანონსებენ.
ამასთან, საგანგებო ბრიფინგიდან ახალგაზრდებმა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართეს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
ხელისუფლებას არ გაუკეთებია, არანაირი განცხადება არც პრეზიდენტს და არც სახალხო დამცველი არ მოსულა ადგილზე. სრულ პასუხისმგებლობას მომავალში განვითარებულო მოვლენებზე ვაკისრებთ ხელისუფლებას და კომპანიას. მეშვიდე დღეა, ადამიანები შიმშილობენ და ზოგმა რამდენიმე კილო დაიკო ამ პროცესში და არ დავუშვებთ, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას საღამოს 8 საათამდე გააკეთოს განცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექმნება იძულება, რომ გადავკეტოთ ჩვენ წინ არსებული გზა, იმისთვის რომ მოხდეს მოშიმშილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.