საქართველოში 219 700 უმუშევარია - საქსტატი

19.08.24 14:19
საქართველოში 219 700 უმუშევარია - საქსტატი

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 219 700 უმუშევარია -  უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში.

2024 წლის II კვარტალში, წინა წლის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 2.6 პროცენტული პუნქტით.

უახლესი მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი ქალებში 10.9%, კაცებში კი 15.9% შეადგენს.

ამასთან, საყურადღებოა, რომ საქსტატი მონაცემების თანახმად, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.