"ბავშვი კიბიდან გადააგდო " - ხელჩართული ჩხუბი მეუფე ნარიმანის სახლთან
ხელჩართული ჩხუბი მეუფე ნარიმანის სახლთან - მოქალაქე თათია ხუნდაძე Facebook-ის პირად გვერდზე ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მეუფე ნარიმანის სახლთან მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.
"ბავშვი კიბიდან გადააგდო" - ისმის ვიდეოში.
"პირველების" ინფორმაციით, ქალი, რომელმაც არასრულწლოვანს ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა მაია სოფრომაძეა, რომელიც გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.
კადრები 2 კვირით თარიღდება და ირკვევა, რომ დაპირისპირების შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რადგან მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა.
ამასთან, "პირველები" მეუფე ნარიმანის ნდობით აღჭურვილ პირს, ლუიზა ჯაფარიძეს ესაუბრა, რომელმაც სატელეფონო კავშირის დროს დაადასტურა, რომ მრევლის სახლთან დაპირისპირება ნამდვილად მოხდა.
როგორ გიპასუხოთ, გიჟები არიან და ჩხუბობენ. არავის არავინ არ ჩაუგდია, ის ბავშვები არ უნდა ყოფილიყვნენ იქ. როდის მოხდა არ ვიცი. ბავშვები იქ იყვნენ. მე არ ვყოფილვარ იქ და არ ვიცი, კიბიდან ვინ ჩააგდო ბავშვი. არც ის ვიცი, პოლიცია იყო თუ არა მოსული. მე არავის არ დავუკითხივარ. დაპირისპირება იყო. არ მახსოვს როდის მოხდა და ვის შორის იყო", - ამბობს ლუიზა ჯაფარიძე.
დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება, უცნობია.