"არ ვაპირებ, რომ პოლიციას მივმართო" - ინტერვიუ კაცთან, რომელსაც ბოსნია ჰერცოგოვინაში სასტიკად სცემეს

19.08.24 17:49
"არ ვაპირებ, რომ პოლიციას მივმართო" - ინტერვიუ კაცთან, რომელსაც ბოსნია ჰერცოგოვინაში სასტიკად სცემეს

ინტერვიუ კაცთან, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ბოსნია ჰერცოგოვინაში სასტიკად სცემეს - საქართველოს მოსწავლეთა მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, გოჩა რუსია "პირველებთან" საუბრის დროს ადასტურებს, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ ნაცემი რუსია თავდამსხმელების ვინაობას არ ასახელებს და ამბობს, რომ "საქმეს თავად მიხედავს".

მე თვითონ ვერაფერს ვერ გეტყვით, მე თვითონ მივხედავ ჩემს საქმეს. არ ვაპირებ მივმართო პოლიციას. უცხოელები არ გამსწორებიან ფიზიკურად", - ამბობს გოჩა რუსია.

"პირველები" სისხლიანი გარჩევის თანამონაწილეს, გიორგი ლობჟანიძესაც ესაუბრა, რომელმაც ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მათ შორის რაიმე სახის უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია. 

მეტიც, როგორც გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, დაზარალებულთან მეგობრული ურთიერთობა გააჩნია.

არის ჩემი, მეგობარი და რას იძახით, რა ზღაპრებს ჰყვებით, არ გრცხვენიათ. ეს არის მცდარი ტყუილი და სიცრუე. ამ ინფორმაციას საიდან ავრცელებთ არ ვიცი. მეცინება, მაგას ვიძახი თქვენ ხართ სიცრუის და ზღაპრების ტელევიზია. გოჩა რუსია ნაცემი რატომ არის, ეს გოჩა რუსიას უნდა ჰკითხოთ. ის ჩვენი მეგობარია და რაც არ მომხდარა. ახლა იქ რა ჩხუბი მოხდა, ვისთან მოხდა ჩხუბი, ეს კითხეთ თვითონ რუსიას", - ამბობს ბექა ლობჟანიძე. 

სისხლიანი ანგარიშსწორება კრივის ჩემპიონატზე - საქართველოს მოსწავლეთა მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს, გოჩა რუსიას თავს მწვრთნელი, ბექა ლობჟანიძე და ექიმი გიორგი კორაშვილი დაესხნენ.

შემთხვევა ბოსნია ჰერცოგოვინაში იმ დროს მოხდა, როდესაც ნაკრები პირველი აგვისტოდან 11 აგვისტომდე მონაწილეობას კრივის ჩემპიონატზე იღებდა. "პირველების" ინფორმაციით, თავდასხმა ორი სერიით განხორციელდა. 

თავდაპირველად, გოჩა რუსიას თავს ქუჩაში დაესხნენ, რა დროსაც იტალიისა და თურქეთის მოქალაქეებმა მწვრთნელების გაშველება მოახერხეს. თავდასხმის მეორე სერია კი გოჩა რუსიას სასტუმროს ნომერში განხორციელდა. 

ირკვევა, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ბექა ლობჟანიძე ასევე გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, რომელმაც მწვრთნელ გოჩა რუსიას სახის არეში არაერთი დაზიანება მიაყენა.